მეორე მსოფლიო ომის ყველაზე განსაკუთრებული გმირის რეალური ისტორია.
“მამაცი გულის” და “ქრისტეს ვნებანის” ოსკაროსანი რეჟისორის, მელ გიბსონის ფილმი 24 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოჩნდება.
ბიოგრაფიულმა ფილმმა ომის თემატიკაზე ვენეციის კინოფესტივალზე მაყურებელთა 10 წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. გიბსონის სარეჟისორო ფილმს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ. მთავარი როლის შემსრულებელი ენდრიუ გარფილდი, რომელიც სპაიდერმენის როლით არის ცნობილი, აღიარებს, რომ ამ ფილმზე მუშაობა მისთვის საამაყო გამოწვევა იყო. მსახიობი მოხარულია, რომ ეკრანზე გააცოცხლა რეალური სუპერგმირი და განასახიერა სპანდექსის გარეშე.
ამერიკელმა დესმონ დოსმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოკინავას ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოიჩინა თავი, პაციფისტური იდეოლოგიის მატარებელმა ახალგაზრდამ, დიდი წინაღობის გადალახვის შემდეგ, მოიპოვა ნებართვა ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში, იარაღის გარეშე ჩართულიყო. დესმონდს ხალხის დახმარება სურდა, ის ებრძოდა ძალადობას და დახმარების ხელს უწვდიდა მებრძოლებს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=s2-1hz1juBI[/youtube]