ის ფაქტი, რომ აშშ–ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ქმრისთვის ხელის ჩაკიდებაზე უარს აცხადებს სიახლე არ არის. მედია მსგავს ქმედებას მისგან ხშირად განიხილავს და ისმება მრავალი კითხვაც.
გამოცემა The Sun ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორც იცილებს ამერიკის პირველი ლედი მეუღლეს თავიდან, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის ხელის ჩაკიდებას ცდილობს.
ახალი ვიდეო ვაშინგტონში დაბრუნების დროსაა გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ მედია მელანია ტრამპის ხელს დემოკრატიული ოპოზიციის ხელსაც კი უწოდებს.