“მელანია ტრამპი” სტრიპტიზს ცეკვავს (ფოტო, ვიდეო)

რეპერმა T.I.-მ ახალი კლიპი საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია მელანია ტრამპის ორეული ქალი, რომელიც სტრიპტიზის ილეთებს თეთრ სახლში, პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში ასრულებს.
​კლიპში “მელანია 2”-ს ხაკისფერი ქურთუკი აცვია, ისეთი, როგორც რეალურ პირველ ლედის ტეხასში, მიგრანტ ბავშვებთან შეხვედრის დროს ეცვა. მაშინ მელანიამ საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ქურთუკს უკანა მხარეს – „მე ეს ნამდვილად არ მადარდებს, თქვენ?“. – წარწერა ჰქონდა.
​მელანია ტრამპის პრესსპიკერმა რეპერ T.I.-ის ახალ ვიდეოკლიპს „საზიზღრობა“ უწოდა და საზოგადოებას მისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს ოვალურ კაბინეტში მყოფი შავკანიანი მამაკაციც, რომელიც იგულისხმება, რომ კანიე ვესტია. ის ცოტა ხნის წინ, მართლაც იმყოფებოდა სტუმრად თეთრ სახლში, რითაც მემარცხენე სელებრითების გაღიზიანება გამოიწვია. T.I.-მ ამ ვიდეოს „ტვიტერზე“​ დაპოსტვისას, მინაწერიც გააკეთა : „მე არ ვარ კანიე“.
აღსანიშნავია, რომ ABC-სთან ინტერვიუში, პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მეტად „დაბულინგებული“ პერსონაა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=787SDDnYdXk&has_verified=1

კომენტარები

სხვა სიახლეები