აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი თეთრი სახლის ცხოვრებაზე მემუარების დაწერას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა “PageSix”-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, მელანიას ახლობლები კი თვლიან, რომ პირველი ლედის გულახდილი ისტორიები მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.