ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი მის მეუღლესთან, აშშ–ის პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მელანიას ამჯერადაც არ გაუცრუებია თაყვანისმცემლების იმედი და მისი ლუქი იდეალური იყო. პირველი ლედი Marc Jacobs–ის მუქი ლურჯი ქურთუკით გამოჩნდა, მას მაღალქუსლიანი და მაღალყელიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა. წვრილ წელს კი ქამრით უსვამდა ხაზს.