“მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხო ხედავ დედა გვე***ება” -სახალისო საახალწლო შეძახილები

ბლოგერი და სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც “ფეისბუქზე” გამორჩეული პოსტებითაა ცნობილი, მორიგ სახალისო ფრაზებს აქვეყნებს საახალწლო კურიოზებთან დაკავშირებით:

“საახალწლო და საშობაო შეძახილები:
– ეს ანანასი ქართულია?
– ქალბატონო ამ ნიგოზს სინჯავთ, თუ სადილობთ?
– გუშინ დავკალი ქალბატონო, რას ქვია ინძრევა.
– ხელფასი აღარ მაქვს, ტაქსს მივეცი საბურთალომდე.
– რა ვქნა შვილო, თოვლის პაპაც გაპროჭდა, ხო ხედავ.
– აქეთ მაინც გადმოწექი ლექსო, გაცივდები გუბეში.
– ამ გოგოს ცუდი სუნი ეცა, თუ ეგეთი ცხვირი აქვს?
– რომ მოუკიდებ, უნდა გადააგდო შვილო, არ გტკივა მაინც?
– მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხო ხედავ დედა გვე***ება.
– უკაცრავად, ხაშში რისი თვალებია?
– სადა ვარ, ის მაინც მითხარით, რა გაცინებთ თქვეჩემისებო.
– მცემეს თუ დავეცი ნეტავ?
– ღმერთის დაბიდუბი შენმა დებილმა დაქალებმა გასწავლეს?
– აღდგომამდე აღარ იბან?
– მეთქი ამ სანთელს რამხელა შუქი აქვს, ძლივს ჩავაქრეთ ფარდა”

კომენტარები

სხვა სიახლეები