მეგობრებთან ერთად, ალკოჰოლურ ონლაინ–თამაშში მონაწილეობის მიღების შემდეგ, მამაკაცი კომაში ჩავარდა

ბელგიის მაცხოვრებელმა, მეგობრებთან ერთად ალკოჰოლურ ონლაინ–თამაშში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ კი მათ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მეტ სასმელს დალევდა, კომაში ჩავარდნილმა მამაკაცმა ერთი ამოსუნთქვით თითქმის ნახევარი ლიტრი სპირტიანი სასმელი დალია.

დაზარალებულის ვინაობა ცნობილი არ არის, მომხდარის გამო კი ეს უკანასკნელი სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მეგობრები არა მათ მიერ „გამოგონილ შეჯიბრში“ იღებდნენ მონაწილეობას, არამემდ ონლაინ სივრცეში მართლაც არსებობს მსგავსი შინაარსის თამაში და ის განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციისას გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები