მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა მომავალი შვილის სქესი გაიგეს

Woman’s Day-ს ცნობით, მსახიობმა მეგან ფოქსმა მომავალი შვილის სქესი გაიგო. ფოქსს და მის მეუღლეს, ბრაიან ოსტინ გრინს, მესამე ბიჭი ეყოლება. წყვილთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, მეგანი და ბრაიანი საოცრად ბედნიერები არიან ამ ამბით, იმის მიუხედავად, რომ პირველი ორი შვილი – ასევე ბიჭები არიან: 3 წლის ნოა და 2 წლის ბოდჰი. გარდა ამისა, გრინს ყოფილი შეყვარებულისგან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები