ყოფილმა მსახიობმა და ამჟამად სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა ახალი “წოდება” მიიღო.
ჰერცოგინია მოდის ეტალონი გახდა. ის მოდის სფეროში ერთ-ერთ გავლენიან და ავტორიტეტ პიროვნებად ითვლება. მარკლის ჩაცმის სტილი მუდამ გამორჩეული და განსხვავებულია, შესაბამისად, ბრენდების ტანისამოსები, რომლებსაც ის უპირატესობას ანიჭებს, ბევრად უკეთესად იყიდება, ვიდრე ადრე.