„თბილისის ზოოპარკი“ სოციალურ ქსელში საინტერესო ფაქტზე წერს. ლომები, რომლებიც გარეგნობით გამოირჩევიან და მდედრები, რომლებიც გემოვნებას არიან აყოლილები. მდედრი ლომები გამრავლებისას ქაჩალ „მამაკაცებს“ ხშირფაფრიან მამრებს ამჯობინებენ, რადგან ისინი უფრო ძლიერები და ჯანმრთელები არიან. ამგვარი „სუპერ მამა“ კი ჯანსაღი შთამომავლობის დატოვების საწინდარია.
გამრავლების გარდა, როცა მამრ ლომებს შორის დაუნდობელი შეტაკებები იმართება, გრძელ და ფუმფულაფაფრიან „მეომარს“ შეუძლია, მეტოქეს თავი უფრო დიდად და საშიშად მოაჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია და შეჯიბრში წინდაწინვე მოიპოვოს უპირატესობა.