სურათზე ასახულია მგლის ხროვის გადაადგილება, სადაც პირველი სამი მგელი – ხროვის ყველაზე ხანდაზმული და ავადმყოფი წევრები არიან, ისინი აუცილებლად წინ ივლიან, რადგან ხროვის ბოლოში ყოფნისას შეიძლება ჩამორჩნენ და დაიღუპონ. გადაადგილების სიჩქარეს სწორედ ეს ნაწილი განსაზღვრავს. მათ მოსდევს 5 ძლიერი მგელი, რომლებიც მზად არიან წინ მიმავალი და მათ უკან მომყოლი ხროვა დაიცვან. ამ ძლიერ ნაწილს მოყვება ხროვის ძირითადი ნაწილი, ძუ მგლები და ლეკვები. მათ კი უკან კვლავ 5 უძლიერესი მგელი მოყვება, რომელიც პასუხისმგებელია ხროვის უსაფრთხოებაზე. ხროვის ბოლო წევრი მათი ბელადია, რომელიც ყველას ხედავს და აკონტროლებს.