მგლის ლეკვი, რომელიც 56 000 წლის წინ ცხოვრობდა – მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა (ფოტო)

მგლის მუმიფიცირებული ლეკვი, რომელიც ჩრდილოეთ კანადაში იპოვეს, 56 000 წლისაა.

მგლის ლეკვი 2016 წელს მაღაროელმა ქალაქ Dawson-ში იპოვა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, მუმიფიცირებული ცხოველის სხეული 100%-ით ხელუხლებელია, მხოლოდ თვალები აკლია.

ბევრი კვლევისა და დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მგლის ლეკვის სიკვდილი ბუნაგის ჩამონგრევამ გამოიწვია. მეცნიერების თქმით, ლეკვი შიმშილით არ მომკვდარა და მხოლოდ 7 კვირის ასაკის იყო. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის მგლის ნაშ­თე­ბი იუ­კონ­ში და ასე­ვე მე­ზო­ბელ ალას­კა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა, მაგ­რამ დიდი ძუ­ძუმ­წოვ­რის მუ­მია იშ­ვი­ა­თია. ამი­ტო­მაც, ეს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უძ­ვე­ლე­სი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის შე­სას­წავ­ლად უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები