მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარი ჩხუბი და გინება ყვითელ ავტობუსში (+18 ვიდეო)

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დღეს თბილისის ცენტრში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები თვითმხილველებმა ექსკლუზიურად „კვირა+“-ს მიაწოდეს.

რუსთაველის პროსპექტზე მოძრავ 150 ნომერ ავტობუსში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა ტრანსპორტში ასულმა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მგზავრებს ბილეთების წარდგენა მოსთხოვა. ამან კი 25 წლამდე მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია, ის კონტროლიორს შეეკამათა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ბოლოს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

„გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და მგზავრებს ძალიან მშვიდად მოსთხოვა ბილეთები. ამ დროს ახალგაზრდა ბიჭი წამოხტა და კონტროლიორს აგრესიულად მიმართა – რა ბილეთს მთხოვ, მაცადე და მერე ავიღებო. ახალგაზრდა ზედმეტად აგრესიულად იქცეოდა და დაიწყო გინება, შემდეგ კი კონტროლიორს ხელითაც შეეხო. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – განუცხადა „კვირა+“-ს ინციდენტის თვითმხილველმა.

მგზავრების განმარტებით, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი კანონის ფარგლებში და მაქსიმალურად თავშეკავებით იქცეოდა. სიტუაციის განსამუხტავად მან ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა.

https://www.youtube.com/watch?v=3X5F3GmQ6DU

კომენტარები

სხვა სიახლეები