აშშ-ის ალასკის შტატის ერთ-ერთ ადგილობრივი ავიარეისის მგზავრებმა თვითმფრინავის სალონში გველი იპოვეს. როგორც გაირკვა, გველი წინა რეისის მგზავრს გაექცა და სკამის ქვეშ დაიმალა. მგზავრმა გველის დაკარგვის შესახებ გვიან აღმოაჩინა, როდესაც თვითმფრინავი უკვე შემდეგ რეისს ასრულებდა.
როდესაც პილოტმა მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე გველის შესახებ შეატყობინა, ამას პანიკა არ გამოუწვევია. გველი შხამიანი არ ყოფილა. ამის შემდეგ, მგზავრებმა რეპტილიის ძებნა დაიწყეს. ის შვიდი წლის ბიჭმა თვითმფრინავის ბოლოში, სპორტული ჩანთის ქვეშ აღმოაჩინა. ამის შემდეგ გველი სალონის საბარგო განყოფილებაში მოათავსეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
Prev Post
სხვა სიახლეები