ბრიტანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი ლას-ვეგასის აეროპორტში მოხდა. 13 ადამიანი საავადმყოფოში მცირედი დაზიანებებით გადაიყვანეს. ბორტზე ინციდენტის მომენტში 172 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 159 მგზავრი და 13 ელიპაჟის წევრი. მომხდარის გამო შემთხვევის ადგილიდან, მათი სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის ლიკვიდაცია სწრაფად მოხერხდა. სამგზავრო ლაინერს, რომელიც ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტში მიემგზავრებოდა, ძრავზე ცეცხლი აფრენამდე გაუჩნდა.