“მგზავ­რე­ბი­დან 17 ქა­ლია, 3 – მა­მა­კა­ცი… 30 წლამდე ასაკისანი არიან”-შემზარავი ავარია შატილის გზაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩა­ვი­და და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

“შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხევ­ში რომ ჩა­ვე­დი, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, მგზავ­რე­ბი­დან 17 ქა­ლია, 3 – მა­მა­კა­ცი. ოცი­დან ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ზუს­ტად არ ვი­ცით, სა­ი­დან მო­ვი­და, მათ და­ემ­გზავ­რათ, თუ რა მოხ­და.

მერ­სე­დე­სის “სპრინ­ტე­რის” მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სის­წრა­ფით მი­დე­ნი­ლა, შემ­დეგ მუ­შე­ბის გა­ჩე­რე­ბულ და ცა­რი­ელ მან­ქა­ნას დას­ჯა­ხე­ბია და ისიც გა­და­უგ­დია ხევ­ში. ამ 20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, 20 მგზავ­რი­დან სა­მია გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი და მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, მტკი­ვა, ნე­ლაო. მგზავ­რებს შო­რის მცი­რე­წლოვ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლან, ყვე­ლა­ნი 30 წლამ­დე ასა­კი­სა­ნი არი­ან. ბი­სოს­თან ეს მო­სახ­ვე­ვი სა­ხი­ფა­თოა და იქ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია. ახლა მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ად­გილ­ზე, მუ­შე­ბის მან­ქა­ნა ხე­ებ­შია გა­ჩხე­რი­ლი და ის ამოჰ­ყავთ თო­კე­ბით”, – უყ­ვე­ბა ambebi.ge-ს თვითმხილ­ვე­ლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები