მაჰათმა განდი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. დეკოლონიზაციის და განმათავისუფლებელი ბრძოლების სტრატეგიის საქმეში ის არის შეუდარებელი და მართლაც რომ ყველა თავის თანამედროვეზე 10 თავით აღმატებული.
გნდიმ შეცვალა პარადიგმა: რომ სოციალური და პოლიტიკური ცვლილების მოსახდენად არ არის აუცილებელი ძალადობა. კიდევ უფრო მეტიც, – მან დაამტკიცა რომ ადამიანურ ურთიერთობებში ძალადობა სულაც არ არის აუცილებელი. ის იესო ქრისტეს პირდაპირი მოწაფე იყო და ქრისტეს მერე ის პირველი იყო ვინც ამხელა გარდატეხა მოახდინა კაცობრიობის აზროვნებაში. მის მაგალითს მიყვა შემდეგ ბევრი ცნობილი მოღწავე: მარტინ ლუთერ ჯინგ ჯუნიორი, ნელსონ მანდელა, ვაცლავ ჰაველი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, დალაი ლამა და ბევრი სხვა. აღარ დავიწყებ ამ სახლეების ჩამოთვლას.
ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა იმის აღნიშვნა რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დახმარებით საქართველოში გაიხსნა მაჰათმა განდის ინსტიტუტი, რომელიც მის მემკვიდრეობას და საქართველოზე მის გავლენას შეიწავლის.
მეოცე საუკუნეში ყველა დიდი იმპერიის დანგრევა და გლობალური დეკოლონიზაციის პროცესი მაჰათმა განდის სახელთან არის დაკავშირებული. მაჰათმა განდიმ შეცვალა სააზროვნო პარადიგმა მთელი კაცობრიობისთვის. ის ნამდვილად იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური მოღვაწე მსოფლიოში მთელს მეოცე საუკუნეში – და ალბათ მთელი კაცობრიობის ისტორიაშიც.
ბევრი კონსერვატორი და ლიბერალი დემაგოგი განდის გამარკვეას ინგლისელების ‘ჰუმანურობას’ აბრალებს. ამ არგუმენტის სუსტი მხარე ისაა, რომ არც განდიმდე და არც განდის შემდეგ არავის გაუკეთებია ძალადობით ის, რისი გაკეთებაც მაჰათმამ შეძლო ძალადობის გარეშე.
მისმა მოწაფეებმა და საქმის გამგრძელებლებმა კი საბჭოთა იმპერიაც დაანგრიეს, რასიზმის იმპერიაც ამერიკაში, და აპარტეიდის რეჟიმიც სამხრეთ აფრიკაში. და ახლა ეს საქმე გრძელდება.
ახლა ‘გლობალური სამხრეთის’ ჯერია. ჩვენ სამხრეთის ქვეყენა ვართ, რომელსაც ‘გლობალური ჩრდილოეთი’ უკვე 200 წელზე მეტია გვჩაგრავს. ამ ცაგვრაში შედის არამარტო ოკუპაცია, არამედ კლასობრივი, სქესობრივი და რასიული დისკირმინაცია. ყველამ კარგად ვიცით რომ ჩრდილოეთში ქართველებს ‘შავ-საჯდომიანებს’ გვიწოდებენ, ისევე როგორც სხვა კავკასიელებს. ეს დამოკიდებულება იგივეა რაც კუ-კლუქს-კლანის დამოკიდებულება შავკანიანების მიმართ 1960-იან წლებამდე.
ჩვენი დეკოლონიზაციისთვის ბრძოლა გრძელდება. და ჩვენ მერაბ კოსტავას და მაჰათმა განდის გზით გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. რადგან ეს არის ყველაზე ნაღდი გზა რომ დეკოლონიზაცია ნამდვილად მოხდეს. ჩვენი განთავისუფლება კლასობრივი ჩაგვრისგან, რომელიც კორპორატიული ‘ბატონებისგან’ მოდის (მათი უმრავლესობა ‘ჩრდილოელია’), აგრეთვე სქესობრივი თუ რასიული ჩაგვრისაგან. დროა ჩვენ პატივი ვეთ ქალების შრომას და მეტი ანაზღაურება გაიცეს ქალებზე. დროა კვოტა შემოვიდეს პარლამენტში, მთავრობაში და ყველა კერძო დაწესებულებაში, რომ სამუშაო ადგილების ნახევარი ქალების იყოს. დროა ქალებს და კაცებს ანაზღაურება მიეცეს მათს მიერ ოჯახში გაწეული საქმისათვის. ეს არანაკლები სამუშაოა, ვიდრე საქმიან ‘შეხვედრებზე სიარული’. დროა, ჩვენ აღარ ვიყოთ და აღარ გვაყდეს რასიული სტერეოტიპების მონები. არც ჩვენ ვართ ‘შავ-უკანალიანები’ და არც არავინ არის ‘ზანგი’. დროა ჩვენ ამ უნიჭო სტერეოტიპებზე ვთქვათ უარი. ეს არის ძალიან უღირსი რამ. დროა აღარავის უწოდებდნენ ‘გიჟს’ და ‘აგრესიულს’ მხოლოდ იმიტომ რომ მას განსხვავებული ოცნება გააჩნია. დროა ყველა განსხვავებული ადამიანი დაფასდეს. სწორედ ეს არის ქართული ხალხური სიბრძნის და სიმღერის – ‘მრავალჟამიერის’ არსი. სხვადასხვა ხმა ერთად ქმნის ჰარმონიას.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჯარისკაცს, რომელიც თავის ქვეყანას და თავის საზოგადოებას იცავს. ახლაც, 13 ივნისის ტრაგედიის დროს ჩვენმა ჯარმა გამოავლინა გმირობა, როდესაც საკუთარ მოსახლეობას დაეხმარა.
ჩვენ აუცილებლად უნდა განვთავისფლდეთ ოკუპაციისგან – და ეს შესაძლებელია მერაბ კოსტავას და მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდით. ეს შესაძლებელია ზვიადის ‘საქართველოს სულიერი მისსიის’ წარმოჩენით. მაგრამ, ამისათვის ჩვენ არ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნების ოკუპანტები. ჩვენ არაფერი გვესაქმება ავღანეთში, სადაც უკვე თითქმის დამთავრდა ‘საერთაშორისო მისია’ და არაფერი გვესაქმება ცენტრალურ აფრიკაშიც. ჩვენ არც ერთი ტიპის კოლონიალიზმის ყურმოჭრილი მონები არ უნდა ვიყოთ. არც რუსულის და არც დასავლურის. ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამხრეთის კოლონიზებაში. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ სამხრეთი.
(სურათზე: მაჰათმა განდის მშვიდობის და არაძალადობის ინსტიტუტის გახსნისას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ-ში) რაჯაგოპალ პივისთან. ჯილ კარ-ჰარისთან, ლევან გერაძესთან, არსენ ხარატიანთან, ელჩ აშოკ სანჯაკკართან, გურამ ოდიშარიასთან, ალენ დანგუასთან, ჟაკ დელორთან, ჯონ სამუელთან, ოლენა აბრამიშვილთან, ლიზ თეორაჰარისთან, კოკა ვეკუასთან, ჰეზერ მანჩესტერთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად)
ირაკლი კაკაბაძე