ინგრედიენტები: 2 ქილა მაწონი; 1 თავი ხახვი; 200 გრამი ბრინჯი; 2 ცალი კვერცხი; კამა, პიტნა, მარილი, კარაქი. მომზადების წესი: კარაქში წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ. დავასხათ ცოტაოდენი წყალი, ჩავაყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ დავამატოთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი მაწონი. როდესაც წვნიანი წამოდუღდება, ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი. მაწონი რომ არ აიჭრას, მომზადების პროცესში წვნიანს ვურიოთ მუდმივად. ადუღების შემდეგ მარილი, კამა და პიტნა დავამატოთ.