“მაჩუქე ფრთები, რომ მიზნისკენ ფრენა შევძლო” – ფრანგი მონაზვნების უძველესი ლოცვა სიბერესთან შესახვედრად
”უფალო, შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ვბერდები და მალე ხანდაზმულ შთამომავლობას შევუერთდები. დამიფარე იმ საბედისწერო ჩვევებისგან, რომელიც მაიძულებს, ყველაფერზე ჩემი აზრი გამოვთქვა.
სხვისი საქმეების მოგვარების ჩვევისგან გამანთავისუფლე, საღი აზრი მომანიჭე, ნუ მაქცევ მოსაწყენ ადამიანად, ვიყო დამთმობი და არა მბრძანებელი.
ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ჩემი დიდებული სიბრძნის გაზიარება ყველასთვის. ღმერთო, მინდოდა, რომელიმე მეგობარი შემენარჩუნებინა.
არ მომცე უფლება, ყურადღება გავამახვილო დეტალებზე. მაჩუქე ფრთები, რომ მიზნისკენ ფრენა შევძლო. უბრძანე ჩემს გონებას არ ვისაუბრო ჩემს ტკივილებსა და უბედურებზე, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს წლებთან ერთად.
ვერ შეგბედავ შეგთხოვო – ბოლოს და ბოლოს შევძლო სხვისი უბედურებების მოსმენა გულისყურით, მაგრამ დამეხმარე მოთმინებით გადავიტანო.
ვერ გავბედავ საუკეთესო მეხსიერება გთხოვო, მეტი მოთმინება მომანიჭე და ნაკლები თავმოყვარეობა. კარგად ჩამინერგე თავში, რომ შეცდომის დაშვება მეც შემიძლია.
დამიფარე. სიწმინდეს ძალიან მოწყურებული არ ვარ. ზოგიერთი წმინდანი ხომ ისეთი ფიცხია! მაგრამ ბუზღუნა მოხუცი – ეშმაკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმნილებაა.
დამეხმარე, დავინახო კარგი იქ, სადაც მას არ ელიან, ვიპოვო ადამიანებში ღირსება, რომლებსაც არ აღიარებენ, და დიდი წყალობა მარგუნე. მასწავლე, ვესაუბრო ადამიანებს ამის შესახებ. ამინ! “
ფრანგი მონაზონი ლოცვა, XVII საუკუნე.