“მაჩვენე შენი ცოლი და გეტყვი, როგორი ქმარი ჰყავს მას” – ესპანური სიბრძნე

ესპანეთი ერთ–ერთი ყველაზე ხალისიანი და მრავალფეროვანი სამხრეთული ქვეყანაა, ესპანელები კი – ტემპერამენტული, არაპროგნოზირებადი და რისკის მოყვარული ერი, რომელსაც ყველაფერზე განსხვავებული აზრი აქვს.
გთავაზობთ ესპანურ აფორიზმებს დაგამონათქვამებს:
*მაჩვენე შენი ცოლი და გეტყვი, როგორი ქმარი ჰყავს მას.
* ის, ვინც შენთან სხვაზე ჭორაობს, სხვასთან შენზე იჭორავებს.
* ადამიანი ბევრია, პიროვნებაა ცოტა.
* გარეგნობა – მატყუარაა, ახალი მეგობარი – არასაიმედო.
* ოქრო ტალახშიც ბრწყინავს.
* სამი “ბევრი” და სამი “ნაკლები” ადამიანს ღუპავს: ბევრი ლაპარაკი და ცოტა ცოდნა, ბევრის წარმოდგენა და ცოტას მიღწევა, ბევრის ხარჯვა და ცოტას ქონა.
*  სანამ მცოდნე ჩუმად მუშაობს, უვიცი ყველაფერს აღწევს.
* რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო მეტია პრობლემა.
* ის, რაც სამმა იცის, ყველა დანარჩენმაც იცის.
* თუ არასდროს არ შეგეშლება, ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევ.
* ღატაკსაც და კარდინალსაც ერთი ბოლო აქვს.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები