“მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 28 დეკემბრის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, დემოკრატიულ და თავისუფლების მოყვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ხელმოწერამდე ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახლობლების წრეში დასვენებისთვის და ოჯახური ტრადიციების გასახსენებლად, საზოგადოებრივი და რეფორმატირული საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების და ანტიკვარის შესაძენად. არ ღირს სარემონტო სამუშაოების დაწყება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს და კირჩხიბს”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები