” მაღალია ტრავმების, ავარიების, ცდუნებებისა და კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა” – მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს – როგორც მან “ფორტუნასთან” 25 იანვრის პროგნოზზე საუბრისას აღნიშნა, მართალია პოზიტიურად უნდა შეხვდეს თითოეული ადამიანი თეთრი ლითონის ვირთხის წელის დადგომას, მაგრამ სიფრთხილეც აუცილებელია, რადგან მაღალია ტრავმების და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა:
“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან წლის პირველ ახალმთვარეობა აღმოსავლურ ახალ წელს ემთხვევა. დღე მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების ფონზე ჩაივლის, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ყველასაგან. მართალია, პოზიტიური განწყობით უნდა შეხვდეთ თეთრი ლითონის ვირთხის წლის დადგომას, მაგრამ არც სიფრთხილე უნდა დაივიწყოთ, რადგან მაღალია ტრავმების და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ აჰყვეთ ემოციებს, აკონტროლეთ ბრაზი და აგრესია.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობა, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და საიუბილეო საღამოები, თუმცა არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გაუფრთთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი, ასეევ საფირონი, აქვამარინი, საფირონი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს”, – აცხადებს ასტროლოგი.