“მარჯანიშვილზე ერთი მოხუცი სტაიანშიკი, მძღოლებს ანტისეპტიკს ასხამს ხელზე და ხურდაზე, გაიწმინდეო აძალებს” – კორონავირუსი და სახალისო ისტორია
სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებელი გიორგი გაგოშიძე მარჯანიშვილზე “განვითარებულ მოვლენებზე” პოსტს აქვეყნებს და საუბრობს მიზეზზე, თუ რატომაც არის ორი დღეა აღნიშნულ პერიმეტრზე საცობი:
“მარჯანიშვილზე არის ერთი მოხუცი სტაიანშიკი, მძღოლი ხურდას, რომ აწვდის ანტისეპტიკს ასხამს ხელზე და ხურდაზე, გაიწმინდეო აძალებს, გამორთმეულ ხურდასაც წმენდს და მერე ფულს, რომ დააბინავებს ხელებს კიდევ ერთხელ ისუფთავებს. მოკლედ, მარჯანიშვილზე საცობები ორი დღეა ამ კაცის გამოა”, – წერს გიორგი გაგოშიძე.