მარწყვის დესერტი

ინგრედიენტები: კვერცხი – 1 ცალი, ბისკვიტისთვის: შაქარი – 50 გრ, გამაფხვიერებელი – 0,5 ჩ/ს, ფქვილი – 50 გრ, მარწყვი – 200 – 250 გრ.

კრემისთვის: ნაღები – 150 მლ, მასკარპონე – 100 გრ, ბეილისი – 50 მლ.

მომზადების წესი: კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი დავუმატოთ და ცომი მოვზილოთ. საცხობ ფორმას ცხიმი წავუსვათ და მიღებული ცომი ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 7-10 წუთით მოვათავსოთ. უკვე მზა ბისკვიტი საშუალო კუბიკებად დავჭრათ. ვამზადებთ კრემს: ნაღები შაქართან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ, შემდეგ მასკარპონე და ბეილისი დავუმატოთ. მარწყვი წვრილად დავჭრათ. დესერტი შემდეგ თანამიმდევრობით ავაწყოთ: ჭიქაში 2 ს/კ კრემი ჩავდოთ, შემდეგ ბისკვიტი, კრემი – მარწყვი, ისევ კრემი- ბისკვიტი – კრემი. ბოლოს მარწყვითა და პიტნით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები