მარტოხელა დედა ნაგავსაყრელზე მუშაობდა.ერთხელ ჩანთა იპოვა

ანა დოს სანტოს კრუსი 23 წლის მარტოხელა დედაა ბრაზილიიდან, სან-პაულოდან.ის ა ნაგავსაყრელზე მუშობდა, 10 საათის განმავლობაში, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ეს იყო კაცების სამუშაო. იქ ის ერთადერთი ქალი იყო.
ერთ დღეს, მუშაობისას, ის ნაგავში წააწყდა პატარა ჩანთას, რომელშიც დაახლოებით 80 000 $ -ის ჩეკი იდო. ჩეკი იყო საჩუქარი კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში, კერძოდ, “ბარეტოს ონკოლოგიურ ცენტრში”.
მას ორი გზა ჰქონდა – უნდა შეენახა ჩეკი, ან გადაეცა საავადმყოსოთვის. მან უკანასკენლი გზა აირჩია. ანამ თქვა, რომ ფული ონკოლოგიურ ავადმყოფებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მას.მეორე დღეს, მან ჩეკი ცენტრის დირექტორს გადასცა.
ადგილობრივმა ადმინისტრაციამ, მადლობის ნიშნად, ახალგაზრდა ქალს მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა შესთავაზა – მისი ლამაზი სახე ახლა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ბილბორდებზეა განთავსებული.
ანამ თქვა, რომ ოცნება აუხდა – მას აქამდე ვერავინ ამჩნევდა. რომ მის შვილს მოსწონს სურათები. ანა დოს სანტოს კრუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ადამიანებს დაარწმუნებს, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე,პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

კომენტარები

სხვა სიახლეები