“მარტორქას უფრო მეტი დაცვა ყავს ვიდრე მე” – პრინცი უილიამი

როდესაც სამეფო ოჯახის წევრები საზოგადოებაში ჩნდებიან, მათ თან მინიმუმ ერთი დაცვის წევრი მაინც ახლავთ გვერდით, რომელიც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაგრამ როგორც ჩანს პრინცი უილიამი ამას არასაკმარისად მიიჩნევს და აფრიკაში ბოლო ვიზიტის დროს სახალისო კომენტარიც გააკეთა.
გასულ კვირას, კემბრიჯის ჰერცოგი Illegal Wildlife Trade-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ბრაკონიერობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით აფრიკის კონტინენტზე მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მოგვიანებით კი კომიკური განცხადებით დამსწრე საზოგადოებაც გაახალისა.
„აქ რამდენიმე მარტორქაც კი ვნახე, რომლებსაც იმაზე მეტი დაცვის თანამშრომელი ახლდა, ვიდრე მე“ -იხუმრა მან.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები