“მარტის კარანტინმა დრო მოგვცა, შეისწავლეს ვირუსის თვისებები”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ინგა ლოლაძე კორონავირუსისა და მისი სტატისტიკის შესახებ, ასევე, მთავრობის ქმედებებზე სოციალურ ქსელში წერს:
,,მაშინ, როცა ქვეყანაში 50 ინფიცირებული გვყავდა, დაკეტეს ქვეყანა, ახლა, როცა დღეში გვყავს 300, არაფერს აკეთებენ-ო.
რატომ არ გვინდა, მივხვდეთ ერთ მარტივ რამეს? მაშინ მსოფლიო ეძებდა გამოსავალს, ჩვენ რომ ახლა დღეში გვყავს ინფიცირებული, ათჯერ იმდენი უკვდებოდათ დღეში. მარტის კარანტინმა დრო მოგვცა, შეისწავლეს ვირუსის თვისებები და ზუსტადაც  ხელისუფლების სწორი რეაგირების დამსახურებაა, რომ გარდაცვლილი გვყავს ასე ცოტა, თორემ ინფიცირებულები რომ გვეყოლებოდნენ და კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა გვესწავლა, პირველივე დღეს გვითხრა მთავრობამ!”, – წერს ინგა ლოლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები