“სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ მალე გვექნება მენსტრუაციის ემოჯი, რომელიც მარტიდან გამოჩნდება”, – ამის შესახებ PlanInternational UK “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.
უნიკოდის კონსორციუმმა ემოჯიების ოფიციალური სია უკვე გაავრცელა, რომელთა გამოყენებაც 2019 წლის მარტიდან გახდება შესაძლებელი. მათ შორისაა სისხლის წვეთის ემოჯი, რომელიც მენტრუაციას აღნიშნავს. მისი დამატება მენსტრუაციის სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
Prev Post
კვიციანის ინიციატივა ქართველი შეყვარებულებისთვის, რომლებიც ოჯახის შექმნას ვერ ახერხებენ(ვიდეო)
Next Post
სხვა სიახლეები