მაროკოს მეფეს მელანია ტრამპის გვერდით ეძინა (ვიდეო)

მაროკოს მეფე მუჰამედ მეექვსეს ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის დროს ჩაეძინა. ეს პარიზში, მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე მოხდა.
ვიდეო მომენტალურად გახდა ვირუსული. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ყველა მამაკაცს არა აქვს შანსი მელანია ტრამპის გვერდით დაიძინოს.
აღსანიშნავია, რომ მელანიამ მოახერხა აუღელვებელი ყოფილიყო, ხოლო მისმა მეუღლემ, აშშ-ს პრეზიდენტმა მეფეს მკაცრად და გამკიცხავად გადახედა.​
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ირონიულად და ხუმრობით განიხილეს მონარქის ქცევა. რა თქმა უნდა, ამ თემაზე უმრავი მხიარული კომენტარი გავრცელდა.
„ როცა შეგიძლია თქვა, რომ მელანია ტრამპთან გეძინა. თანაც, როცა მეფე ხარ”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები