„გამაოგნებელია! ადამიანობის უმაღლესი გამოვლინება იყო ის რაც ვნახე ამ დღეებში თბილისის ქუჩებში!!!
ტალახში ამოსვრილი ბერი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, ქართველი თუ უცხოელი როგორ ერთ ჯაჭვად იქცა და ეხმარებოდნენ დაზარალებულებს.
გულის ამაჩუყებელია ასეთი ერთობა, ჰუმანურობა, გაერთიანება, ერთ დიდ ოჯახად გადაიქცა მთელი თბილისი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი,რამხელა ძალა გვქონია როცა ერთად ვართ. ვამაყობ, ვამაყობ, ვამაყობ!!!
თუმრე როგორი გენიალური ერი ვართ როცა ესე ერთ მუშტად შევიკვრებით,
როგორ მინდა რომ სულ ასეთი გაერთიანებულნი და ჰუმანურები ვიყოთ.
მეამაყებით თოთოეული !!!!
დასაფასებელია ყველა ჟურნალიტის და ტელევიზიის პროფესიონალიზმი, რაც ამ დღეებში ვნახეთ!!!
დასაფასებელია მთავრობის ერთობა და ის მობილიზაცია, რაც აჩვენა ამ მძიმე დღეებში პოზიციამ თუ ოპოზიციამ.
ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილების ოჯახებს.“ – წერს სოციალურ ქსელში მარკუს მეტრეველი.
სხვა სიახლეები