რეპერი, კლუბის მოცეკვავე და უბრალოდ, სექსუალური მარი ბაბეტა ნებისმიერი გადაცემის სასურველი სტუმარია. ყოველთვის გულახდილად ლაპარაკობს და ჩაცმის მხრივ კომპლექსები არ აწუხებს. ეს სპეციალურად”რეიტინგისთვის” მოწყობილ ფოტოსესიაშიც კარგად ჩანს.
გასულ კვირას”იმედის” ეთერში კიდევ ერთხელ გააოგნა საზოგადოება იმის აღიარებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი მასზე ძალადობდა. რა მოხდა რეალურად და როგორ დააღწია თავი მოძალადე მამაკაცს, ამის შესახებ მარიმ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
– მარი, გასულ კვირას გია ჯაჯანიძის გადაცემაში შენი მისამართით დასმულმა კითხვამ, ხარ თუ არა ბოზი, საზოგადოების ნაწილი კვლავ აღაშფოთა, ისევე როგორც ცნობილი ტამტამშოუს შემდეგ. ამბობენ, ბაბეს უფლებები დაირღვაო…
– ტამტამშოუს შემდეგაც უამრავი ადამიანი მირეკავდა და ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო ქალის დისკრიმინაცია, ბოდიში და ყველამ თავის ტრაკს მიხედოს. რაც შეეხება კითხვას ბოზზე, სტუდიაში მწვავე თემას, არალეგალურ პროსტიტუციას განიხილავდნენ. ცოტა მომხვდა გულზე. უცებ ეთერში რომ გეკითხებიან, ხარ თუ არა ბოზი და ყველა გიყურებს, რას უპასუხებ?! რთულია, მაგრამ არ დავბნეულვარ. კარგად ვუპასუხე – მე პატიოსანი მოცეკვავე ვარ და მირჩევნია, დღეში რამდენიმე კლუბში ვიმუშაო, გადაღებებზე ვირბინო და შრომით ვიშოვო ფული. თუმცა ნამდვილად არსებობენ გრძელკაბიანი ბოზები და ეს საკუთარი თვალითაც მინახავს.
– ამ გადაცემაშივე მოყევი ერთ-ერთი პოლიტიკოსის მხრიდან შენზე ძალადობის შესახებ, თუმცა მას თავი დააღწიე, ეს ადამიანი ძველი მოწვევის პარლამენტარი იყო?
– რადგან ისევ ამ თემაზე მკითხეთ, იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ის მიხეილ სააკაშვილის დროის ნაციონალი პარლამენტარი იყო.
– ხშირად პოლიტიკოსებთან ურთიერთობას გოგონები კარგად იყენებენ კარიერის მოსაწყობად, შენ ეს ცდუნება არ გქონია?
– ჩემს გემოვნებაში პოლიტიკოსები არასოდეს ჯდებოდნენ. ის ადამიანი, როგორც მამაკაციც, არ მომწონდა. ვმეგობრობდით, ერთმანეთი კლუბში საერთო მეგობარმა გაგვაცნო. თვითონ მითხრა, რამეში თუ დაგჭირდი, ჩემი იმედი გქონდესო. მისი იმედი როგორ უნდა მქონოდა, როდესაც მთვრალი ჩემს კორპუსთან მოვიდა, ვითომ კლუბში სამსახურში უნდა წავეყვანე, ამ დროს კი კარი ჩამიკეტა და მითხრა, რომ უნდა დავნებებოდი.
– როგორ დააღწიე თავი?
– ვაშლიჯვრის გზაზე გამიყვანა, ახლა ეს გზა უკვე გაკეთებულია, ადრე უდაბნოსავით იყო. საჭესთან ნასვამი იყო და არ ადარდებდა, პატრული თუ გააჩერებდა. იარაღით დამემუქრა, მაგრამ არ შემეშინდა. მითხრა, რომ სადღაც გადაკარგულ ადგილას სახლი ჰქონდა, იქ მიმიყვანდა, ყოველდღე საჭმელს მომიტანდა. ჩემს შვილსა და ოჯახის წევრებს კი ვერ ვნახავდი, სანამ არ დავნებდებოდი. არ ვიცი, ნასვამი იყო, თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ, ადამიანს არ ჰგავდა. უცებ დავინახე, რომ მანქანის სალონში სამი ხატი ჰქონდა დამაგრებული და გულზე ორი ჯვარი ეკიდა. ვუთხარი, შეიძლება, ჩემი სიკვდილით ნამუსმა არ შეგაწუხოს, მაგრამ ხატები გაქვს, ჯვარი გიკეთია და ღმერთის არ გეშინია-მეთქი? ვთხოვე, მეორე დღეს რომ გამოფხიზლდებოდა, მაშინ გვესაუბრა. რაღაცნაირად მოლბა, მითხრა, რომ სახლში მიმიყვანდა, მეორე დღესაც ფხიზელი იმავეს მეტყოდა და უნდა დავნებებოდი. მადლობა ღმერთს, სახლში მიმიყვანა. მერე მივხვდი, რა შიში ვჭამე. ყველაფერი ცუდისთვის მზად ვიყავი.
– რატომ არ უჩივლე?
– ჩვენს საერთო მეგობარს დავუკავშირდი, მამაკაცს, ვინც ერთმანეთი გაგვაცნო და მოვუყევი, რაც მოხდა. მას მაღალი თანამდებობა ეკავა, მეორე დღეს ერთ-ერთ განყოფილებაში დაიბარა და ჟარგონულად რომ ვთქვა,”მიაკაჩავა”. მას შემდეგ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.
– პოლიტიკიდანაც?
– კი, ისე აღარ ჩანს, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ცოცხალია. პოლიციაში რომ მეჩივლა, მეტყოდნენ, რას უჯდებოდი მანქანაშიო და შეიძლება, კითხვა-პასუხში ავრეულიყავი.
– გასაგებია, მაგრამ ძალადობას ხომ გამართლება არ აქვს?!
– კი, მაგრამ ის საერთო მეგობარი პოლიციაში მუშაობდა და მაინც სამართალდამცველთან დაკავშირებამ მომიწია. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ყველას არ უნდა ვენდო და ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა.
– ალბათ, სოციალური ქსელის საშუალებითაც ბევრი მამაკაცი გაწუხებს.
– ორი კვირის წინ,”ფეისბუქით” შემოთავაზება მივიღე პორნოფილმში გადაღებაზე, 15 ათასი დოლარი შემომთავაზეს (იცინის). დღემდე არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი. პროდუქცია საზღვარგარეთ უნდა გაყიდულიყო. ვკითხე, პარტნიორები ვინ იქნებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ორ გოგონას ეძებდა, ტატუთი და ლამაზი სხეულით, არაქართულ ტიპაჟებს. რაც შეეხება მამაკაცებს, ორი ბიჭის სურათი გამომიგზავნა. ქართველები იყვნენ, ბევრი ვიცინე. როგორც ამიხსნა, ეს ბიჭები აქ არ ცხოვრობდნენ. ფეხბურთელები არიანო. ერთი ინგლისში თამაშობდა, მეორე არ მახსოვს. ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო ინგლისში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მივწერე, ჩემთვის გამოყოფილი თანხით ეს ბიჭები ექიმთან წაეყვანა და ფსიქიკურად შეემოწმებინა, რომ ამაზე დათანხმდნენ (იცინის). გადაღებები საქართველოში უნდა ყოფილიყო.
– სიუჟეტიც მოგწერა?
– ჰო, სცენარიც იყო დაწერილი და როდის უნდა მეთქვა ა, უ, ისიც ეწერა (იცინის). ჯერ კარგად ვიღადავე, ბევრ რაღაცაში გამოვტეხე და ბოლოს დავბლოკე. ქართულად მწერდა, ოფისი მცხეთაში მაქვს, იქ შევხვდეთო. შუა დიალოგში იმასაც ვფიქრობდი, რომ ვინმე მახეს მიგებდა და შემდეგ”ფეისბუქზე” დიალოგს გამოაქვეყნებდა. ვცდილობდი, დიპლომატიური ვყოფილიყავი.
– როგორც ვიცი, მოსკოვიდან გქონდა საინტერესო შემოთავაზება.
– ზაფხულში ორი მამაკაცი ჩამოვიდა, საქართველოში სამ გოგონას ეძებდნენ ჯგუფის შესაქმნელად,”ვიაგრას” ან”სერებროს” სტილში. მეც დამირეკეს და კასტინგი იდეალურად გავიარე. სამეტაპიანი კასტინგი იყო: პირველი – სიმღერა, მეორე – ფსიქოლოგიური შემოწმება და მესამე – როგორ აიტანდი კრიტიკას, დაიბოღმებოდი თუ ტირილს დაიწყებდი. ამ ანკესზე ვერ წამომაგეს და საკმაოდ კარგად გავუძელი ყველაფერს. მოეწონათ, გოიმივით რომ არ ავვარდი და სიფიცხე არ გამოვავლინე. სამწუხაროდ, ყველაფერი მაინც ცუდად დამთავრდა, რადგან დანარჩენი გოგონები ვერ ნახეს. ერთი გოგონა მეც შევთავაზე, მაგრამ არ მოეწონათ. ეს გეგმა ჩაიშალა, მაგრამ ამ ზაფხულს კიდევ ჩამოვლენ და შეიძლება, რამე გამოვიდეს.
წყარო: http://www.reitingi.ge