მარინა ეზუგბაიამ კაკო პაპასგან გამოგზავნილი ტიტები მიიღო – დღის ფოტო

კახელი პაპა კაკო ჯეირანაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიცნო – მას ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 5 ათასი ტიტა უჭკნებოდა, რადგან ყვავილების ჩამოტანასა და გაყიდვას ვერ ახერხებდა.

საზოგადოებამ მისგან ყვავილები ვირტუალურად შეიძინა და კახელ პაპას ზარალი აუნაზღაურა. შედეგად, კაკო ჯეირანაშვილმა ტიტები ქართველ მედპერსონალს გამოუგზავნა, იმ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ.

მოხალისეების მიერ თბილისში ჩამოტანილი კაკო პაპას ტიტები, პირველ რიგში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას მიართვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები