საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მარიამ საჯაიამ თმის ფერი შეიცვალა.
მან თმა წითლად შეიღება. ამის შესახებ საჯაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“მოკლე ჩართვა:
ხურდა, ხურდა, გახურდა… თავი გახურდა ფიქრით, გული გახურდა სურვილით – 2 წელზე მეტია! მინდოდა წითელი თმა, ბოლოს და ბოლოს მივიღე… ჰო თითქოს რა დიდი საქმე, დაიდე თმაზე ფერი და ეგარის, მაგრამ … აი ‘მაგრამ’ და აი ‘შემდეგ’ არის მთავარი, რის გამოც 2 წელი დასჭირდა ))
ანუ რეაქციები, რეაქციები – 3 კატეგორიის
ა) ვაიმე! რა მაგარია! მაგარი ხარ რო გააკეთე!
ბ) ვა! გიხდება, მაგრამ …
გ) უი! რა გიქნია… იმიტომ, ამიტომ etc
ჰოდა ასევე გამოიკვეთა 3 კატეგორია ადამიანები:
ა-ნებს უყვართ თავისუფლება, თვითგამოხატვა, განსაკუთრებულობა, იბძვიან თავისუფლებისთვის და სტერეოტიპების წინააღმდეგ.
ბ-ანებს კი უყვართ თავისუფლება, მაგრამ დოგმებს მაინც ვერ აღწევენ თავს, ურჩევნიათ წინააღმდეგობაში არ შევიდნენ ამ დოგმების დამწესებლებთან.
გ-ანები არც თავისუფლები არიან და ჩატყვევებული არიან სტერეოტიპულ მარწუხებში. და მათ შორის პოლიტიკოსის აღქმაში. ჯერ ერთი, რომ ქალს საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში, მით უფრო თავისუფალს და თვითგამოხატვის მოყვარულს და ახლა საერთოდ წითელთმიანი?!
ოღჩ
და ბოლოს ჩემი სათქმელი: არც არაფერი! ძალიან მიხარია, რომ გავაკეთე ის რაც ძალიან მინდოდა, მართალია ცოტა მეც მეუცხოვება ჩემი თავი სარკეში (ჯერჯერობით) მაგრამ იმ წამსვე მოდის გაელვება:
” აუჰჰ, კარგია! კარგი ვქენი! phew! ჩემს სტილში ვზივარ, ნამდვილი მე, თვითგამოხატული (და კიდევ ბევრნაირი)!”
მაჩ ლავ
P.S. არ მოგერიდოთ ჩემი გაკრიტიკება, გავარკვევ ა-ნნი ხართ, ბ-ანნი თუ გ-ანნი
P.P.S. ჰეფი ჰოლიდის “- წერს მარიამ საჯაია.
Next Post
სხვა სიახლეები