მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დამაარსებელი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს”, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

მამა დავით ქვლივიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები