მარველის ახალ ფილმში გეი სუპერ გმირი გამოჩნდება

როგორც გამოცემა Vice წერს, “მარველი” ეძებს მსახიობს, რომელიც ფილმში The Eternals ჰომოსექსუალ სუპერგმირს ითამაშებს.
გამოცემის წყაროს თქმით, ამ როლისთვის “მარველი” ნებისმიერი ეროვნების 30-დან 49 წლამდე მსახიობს ეძებს. ამასთან, მსახიობის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობილი უნდა იყოს. ფილმის გადაღება 2020 წლისთვის დასრულდება.
The Eternals-ის კომიქსში ყველა პერსონაჟი ჰეტეროსექსუალი იყო, ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რომელი სუპერგმირი გახდება გეი.

კომენტარები

სხვა სიახლეები