მარგალიტი თავისი ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, ერთ-ერთ უძვირფასეს ქვად ითვლება მსოფლიოში. ის მოლუსკების ნიჟარაში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტების ან სხვა გარე საგნებზე სადაფის შემოკვრით და კრისტალიზაციით წარმოიქნება. მას ოკეანეებში მოიუპოვებენ.
მარგალიტი ძირითადად ღია ფერისაა და მისი 120 ნაირსახეობა არსებობს, მაგალითად, ინდოეთის მარგალიტი ნაზი ვარდისფერია, ავსტრალიაში თეთრ მარგალიტს მოიპოვებენ (ვერცხლისფერი ელვარებით), იაპონიაშია მომწვანო ფერისაა, ხოლო პანამაში ნაზი ოქროსფერი ელვარებით გამოირჩევა. ასევე იშვითობაა და უფრო ფასობს მუქი ფერის მარგალიტები – მწვანე და შავი.
მარგალიტი ბიოლოგიური წარმონაქმნია, ამიტომ მალევე შრება და „კვდება“. თუ გინდათ, რომ თქვენმა მარგალიტმა დიდ ხანს იცოცხლოს, მაშინ ხშირად ატარეთ ის, რადგან კანიდან აღებული სინესტე მას სიცოცხლისუნარიანობას უბრუნებს.
სამკურნალო თვისებები: მარგალიტი გამოიყენებოდა თირკმლების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ჰიპერტონიის სამკურნალოდ. ძველ ჩინეთში მას სმენის და მხედველობის სამკურლოდაც იყენებდნენ. ასევე მეხსიერების დაკარვის და ნერვული დაავადეებების დროს.
მარგალიტი ორგანული წარმოშობისაა. ის ასევე შველის ორგანიზმში სისხლის ნაკლებობას. თუ მის ფხვნილს ჭრილობაზე დაიყრით, სისხლდენა შეჩერდება, ხოლო დამწვარი კანი მალე აღდგება. სწორედ ამიტომ, მე-18 საუკუნემდე ყველა აფთიაქში იყიდებოდა სადაფის და მარგალიტის ფხვნილი, როგორც წამალი. ის თანამედროვეობაში გამოიყენება როგორც საკვები დანამატი. ეს არის „მარგალიტის წყალი“ (ანუ წყალში გაზავებული დაფხვნილი მარგალიტი), რომელიც ანთებების, მოწამვლის და ნებისმიერი შინაგანი პროცესების დასაბალანსებად გამოიყენება.
თუ თქვენ არ მოგეპოვებათ მარგალიტის ფხვნილი ან დასაფხვნელი მარგალიტი, მაშინ უბრალოდ მარგალიტის თვლები ღამის განმავლობაში გააჩერეთ წყალში და დილით დალიეთ.
მაგიური თვისებები: მარგალიტი ძველ ცივილიზაციებში ხშირად გამოიყენებოდა ამა თუ იმ ცხოვრებისეული სფერობის გასაკეთილშობილებლად. ევროპაში ის ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა, ინდოეთში კეთილდღეობის და ქორწინების, ჩინეთში კი განაყოფიერების.
მისი ელვარება აწყნარებს ნერვებს და ფსიქიკას, მოაქვს სულიერი სიმშვიდე. ითვლება, რომ ის ადამიანს იცავს უპასუხო სიყვარულით გამოწვეული ტანჯვისგან. ასევე მარგალიტის ბეჭედი იცავს პატრონს გაქურვისგან და სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან. ის გამოიყენებოდა ბავშვებისთვის, რათა მათ „თვალი არ სცემოდათ“.
თუ მარგალიტი ელეფერს კარგავდა და „ჩამქრალი“ ხდებოდა, ეს მფლობელის ავადმყოფობას ნიშნავდა.
მარგალიტი ძალინ საშიში და „ბოროტი“ ქვაა, კარგია მხოლოდ ფანატიკოსი და საკუთარ თავში ძლიერ თავდაჯერებული ადამიანებისთვისა, რადგან ის მათ აიძულებს დასძლიონ ფანატიზმი და უფრო პრაგმატულები გახდნენ. ძველად მარგალიტის ტარების უფლება მხოლოდ ძლიერ და კეთილშობილ ადამიანებს ქონდათ, რადგან ეს ქვა აძლიერებს ადამიანის ხასიათის შტრიხებს. ითვლებოდა, რომ დაბალგანვითარებულ ან უვიც ადამინს ის უფრო ცუდ დღეში ჩააგდებდა.
წყარო: http://geoastro.ge