მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო მარადონამ დაქორწინება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. 54 წლის მარადონას, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატია, დაქორწინება 24 წლის როსია ოლივაზე სურს. გარდა ამისა, მარადონას უნდა, რომ ჯვრისწერის ცერემონია რომის პაპმა ფრანცისკემ გამართოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილი 13 დეკემბერს რომში გაიმართება. როგორც ცნობილია, რომის პაპი წარმოშობით არგენტინელია და მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. აღსანიშნავია, რომ საცოლეს მარადონა უკვე ორ წელზე მეტია ხვდება. მათი ქორწინებისთვის ყველაფერი მზად არის, მაგრამ მანამდე ლეგენდარული ფეხბურთელი პირველ ცოლს – კლაუდია ვილიაფანეის ოფიციალურად უნდა გაეყაროს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგო მარადონამ ყოფილი მეუღლე 8,8 მილიონი დოლარის გადაკარგვაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება აუდიტორული შემოწმების შედეგებზე იყო დაფუძნებული.