სინამდვილეში მაინც მარტონი ვართ ამ ქვეყანაზე. ჭირშიც და ლხინშიც მარტონი ვართ და თუ არ ვგრძნობთს მარტოობას ესეიგი ან თავს ვიტყუებთ, ანდაც ჯერ არ დავფიქრებულვართ საკუთარ მარტოობაზე. მარტონი მოვდივართ ამ ქვეყანაზე და მარტონი მივდივართ, შუალედში მოსული და წასული ხალხი კი უბრალოდ დროებითი კომპანიონები არიან ჩვენი, ანუ დროებითი მეგზურნი. ვფიქრობ ადამიანს რეალურად არც არავინ სჭირდება და ყველაზე დიდი მეგობარი საკუთარი სამყარო უნდა იყოს მისთვის და მიმართული უფრო საკუთარი თავისკენ უნდა იყოს ვიდრე სხვებისკენ. ის „სხვები“ ისევ საკუთარი თავის გაცნობიერებაში და გამოწვრთნაში თუ გვეხმარებიან და ეს სტატია ზუსტად ამ თემაზეა, თუ რა მისია აკისრია იმ „სხვებს“ ჩვენს ცხოვრებაში?
ადამიანი მუდმივად ეძებს ნათესაურ სულებს. ეს იქნება მეგობრობაში თუ პირად ინტიმურ ურთიერთობებში, მაინც იმედს არ კარგავს, რომ იპოვნის იმ ერთადერთს, რომელშიც ამოიცნობს საკუთარ სამყაროს, შინაგან ერთობას. სიმართლე გითხრათ მაინც ფუჭი და გადაჭარბებული მგონია ეს ძიებები, რადგანაც რაც უფრო რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ვიქნებით, მით მეტად განვითარდებით სულიერად. არ არის საჭირო ჩვენიანი ვიპოვნოთ სამყაროში, რომელიც მხოლოდ შეგვიმსუბუქებს კომუნიკაციებს და მარტოდ არ გვაგრძნობინებს თავს. საკუთართან მსგავს ადამიანებში ყოფნა ვფიქრობ სხეულს და გონებას უფრო სჭირდება ვიდრე სულს. რაც მეტად განსხვავებულ საზოგადოებასთან გვაქვს კავშირი, მით მეტად ვეხებით უცხო სამყაროს და ვსწავლობთ მათგან ტოლერანტულ თანაარსებობას, ვცდილობთ გავუგოთ უფრო მეტ ადამიანს და ამით ჩვენში გამოვიმუშავებთ სიყვარულს განურჩევლად წესიერებისა თუ უწესობისა, მსგავსობისა თუ უმსგავსობისა. უნდა ვეცადოთ ყველას გავუგოთ, ყველასთან გამოვნახოთ ურთიერთობის ფორმა და ამით ნამდვილად შევუმსუბუქებთ მომდევნო ინკარნაციებს თავს და შთამომავლობას მეტ ჰუმანიზმს და რაც მთავარია მეტი სიყვარულის უნარს გადავცემთ.
რაც შეეხება თავად სიყვარულს და მონათესავე სულებს
მონათესავე სულები მართლაც არსებობენ სულიერ სამყაროებში. ანუ ჩვენი მეორე ნახევრები, რომლებთანაც უამრავი ცხოვრებაც შეიძლება გვაკავშირებდეს. არიან მონათესავე სულების გჯუფებიც, რომლებთანაც ასევე კავშირი გვაქვს და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სულთან. ხშირად არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე სიყვარული ეწვევათხოლმე ერთი ცხოვრების მანძილზე. რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? რატომ მოდიან სხვადასხვა ადამიანები ან ერთ ან რამდენიმე ცხოვრებაში და სად არის ის ერთადერთი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მეორე ნახევრად უნდა იქცეს ჩვენს ყველა ინკარნაციაში? იმ ერთადერთის იდეა ნამდვილად არის სამყაროში, უბრალოდ დრო უნდა ყველაფერს. გამოწვრთნა და დახვეწაა საჭირო ურთიერთობებში, ასევე რამდენიმეს შორის არჩევანიც გასაკეთებელია. ეს საკითხი ერთ ეზოთერულ ნაამბობშიც აღწერა ნიუტონმა, როდესაც ქალს ქმარიც უყვარდა და საყვარელიც, რომლის გამოც მოგვიანებით ქმარი მიატოვა, თუმცა შემდეგ საყვარელთანაც ვერ აიწყო ცხოვრება. ამის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მას შინაგანი წინა ინკარნაციული ნეგატიური თვისებები უნდა გამოესწორებინ. ამისათვის კი ასევე მეორე მონათესავე სული გამოუგზავნეს იმისათვის, რომ ადამიანის გაშვება ესწავლა მას, სიყვარული შეენარჩუნებინა თუნდაც, მაგრამ ასევე თავისუფალი ნება მიეცა ადამიანებისთვის და არ მოეხვია თავზე საკუთარი სურვილები. არის სხვა უამრავი კომბინაციაც, თუმცა ეს მაგალითი კარგად აღწერს ზოგადად სასიყვარულო მიზანზს. სინამდვილეში ამ ადამიანის ქმარი ნამდვილად კოსმიური მეორე ნახევარი იყო, თუმცა მას ჯერ სხვა გამოცდილებაც უნდა მიეღო და რაც ამ ადამიანს არ შეეძლო მიეხვედრებინა მისთვის ის სხვა მონათესავე სულს უნდა მოეხერხებინა. მას კონტროლის და მართვის თვისება უნდა გადაელახა და პროცესებზე ზემოქმედების უფლება და უნარი უნდა დაეთმო. უძლურად უნდა ეგრძნო თავი, რომ თავისუფლება ესწავლა. ამის გაცნობიერების შემდეგ კი ისევ თავის მეუღლეს დაუბრუნდა და უფრო აამაღლა კიდევ ერთი საფეხურით ურთიერთბაც.ხშირად სიყვარული სინამდვილეში ილუზიაა, რომელსაც უფრო დაფარული მიზანი აქვს და მას გაცნობიერება სჭირდება. არცერთი ურთიერთობა არ არის დასანანი ან შემთხვევითი, ყველას თავისი მიზანი და დანიშნულება აქვს და სწორი დასკვნებია გამოსატანი. თუმცა არის უფრო მაღალი სიყვარულის მიზანიც, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მიწიერი მიდრეკილებებისგან, მიჯაჭვულობის, ეგოიზმის, ამპარტავნების და კონტროლის სურვილისგან. ერთს ვიტყოდი, რომ რაც მეტად ამაღლებულია სულიერად ადამიანი მატერიაზე და პიროვნულ მდაბიო თვისებებზე მით მეტად სუფთაც არის მისი გრძნობები. მით მეტად უახლოვნდება სიყვარულის ჭეშმარიტ მიზანს და მით მეტადაც უახლოვნდება წმინდა გრძნობის იდეას.
როდესაც არის პრობლემები ურთიერთობაში ესეიგი ორივე მხრიდან ძალიან ბევრია სამუშაო.ღალატი ხშირად უკავშირდება შიშს, მიჯაჭვულობას, მხოლოდ ერთ კონკრეტულზე ჩაციკვლას და ძლიერ სურვილს კონტროლისა და ბატონობისა. უნდა გაანალიზოს ყველამ რატომ ხდება დამცირება,კონფლიქტი, სასიყვარულო სამკუთხედი ან ერთკუთხედიც თუ გნებავთ. ასტროლოგიურ რუკაში პირად ურთიერთობებში სირთულეებს ცალკე რამდენიმე კომბინაცია განსაზღვრავს რაც უკვე წინა კარმის დაშვებულ შეცდომებს მიუთითებს. ამ ცხოვრებაში ღალატი რომელიმე მხრიდა ავტომატურად მომავალ ცხოვრებაში მოღალატის მიმართ ასევე ღალატს გამოიწვევს. თუ კაცი ღალატობს მეუღლეს, მომავალ ცხოვრებაში ქალის სახით მოვა და აუცილებლად შეიგრძნობს მუღლისგან ან საყვარელი კაცისგან ღალატის ტკივილს. ეს წრეზე სიარულს ჰგავს ალბათ და ვფიქრობ უნდა მეტი გაანალიზება მოჰყვეს ამ ცხოვრებაშივე ურთიერთობებს და ქმედებებს. ღალატი არ არის მხოლოდ წინა ინკარნაციული ბუმერანგი, ის მრავალ სხვადასხვა ნეგატიურ თვისებასაც ჰკურნავს სულში; ამპარტავნება, მიჯაჭვულობა, გაღმერთება კერპის, შიდა აგრესის პასუხი ფიზიკურ პლანში და სხვა. ასე რომ ღალატი სინამდვილეში სამკურნალო საშუალებაა სამყაროს მხრიდან, თუმცა არის მეორე მხარეც თავად მოღალატის მხრიდან, როდესაც ის ნაკლები შიდა ენერგიის გამო პრიმიტიული გზით პასუხობს მეუღლის ნეგატიურ ენერგო პრობლემებს და თავადაც იბინძურებს კარმას. ქრისტიანობას ძალიან კარგი მაგალითი აქვს კარმის განწმენდვისა. არის უფრო მაღალი, შედეგზე გათვლილი, ოღონდ საკმაოდ რთული გზა კარმის გასუფთავების. უფრო მაღალ ფასეულობათა სისტემაზე გადაყვანა თავის, მიტევების სწავლა, სიმშვიდის შენარჩუნება შინაგანად. ეს გზა გაცილებით რთულია, თუმცა ნამდვილად ღირს ამ გზის გავლის მცდელობა მაინც. თუ არ მოგწონთ სხვა, ეცადე ბევრად უკეთესი გახდეთ თავად და მაგალითი გახდით იმ სხვისთვის, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ეზოთერულ – რელიგიური გზა ცვლილებებისა და გარემოს შეცვლის და მასზე დადებითად ზემოქმედებისა.
ხშირად პირადი ურთიერთობები ზარალდება ადამიანის შიგნით, ენერგეტიკულ დონეზე არსებული არასწორი თვისებების გამო. ასტროლოგიურად როდესაც დაღმავალი კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოშია ამ შემთხვევაში წინა ცხოვრებებში ძლიერად მიეჯაჭვა ადამიანი ოჯახს, მეორე ნახევარს და დაივიწყა საკუთარი, ინდივიდუალური განვითარების გზა. ამ ცხოვრებაში ხშირად დისკონფორტი აქვთ ოჯახში. სამყარო მაქსიმალურად აცლის პირად ურთიერთობებში ბედნიერებას, რომ რამენაირად მოწვყიტოს კონფორტს, ოჯახს, ზედმეტ ეგოისტურ მიჯაჭვულობას ადამიანი და თუ ამ დისკონფორტმაც არ გაჭრა და სული გაცილებით მეტად მიჯაჭვული აღმოჩნდა პირად ურთიერთობებზე მაშინ საერთოდ არც ახვედრებენ მეორე ნახევარს და რამდენიმე ცხოვრება შესაძლოა მარტოობაში გაატაროს სულმა იქამდე, ვიდრე ის არ დაივიწყებს ამ მიჯაჭვულობას და არ განთავისუფლდება სრულად ურთიერობების მოთხოვნილებისგან.
პობლემატურია დაღმავალი კვანძი ლომში, როდესაც წინა ცხოვრებებში გართბის, ღალატის ტენდენციები ძალიან აქტუალური იყო, რაც ამ კარმასაც მოჰყვება ნეგატიურად.
რთლია დაღმავალი მორიელიც, რომელიც კონტროლზე, ეჭვიანობაზე, სისასტიკესა და ძალადობაზე იყო დაფუძნებული უმეტესად და ახლა შესაძლოა საკუთარი მოძალადეობის დაშოშინება მოუწიოს. შესაძლოა ისევ იგივე გზაზე წავიდეს ადამიანი ამ ცხოვრებაშიც, მაგრამ ადრე თუ გვიან გააჩერებენ მას და მოუწევს ახლა სხვების მანიპულირების ობიექტად იქცეს.
არის ასევე მარსის ან სატურნის მდებარეობა ლომში, როდესაც ლიდერობა, აგრესიულობა, სიმკაცრე ვლინდება საპირისპირო სქესთან და აქაც ინაღმება ურთიერთობა. სამყარო გაკვეთილის სახით აძლევს გაფრთხილებებს პირად ურთიერთობებში. აქ შესაძლოა ასპექტები ვენერასთან დადებითი იყოს და გაცილებით შეარბილოს პირადში დაძაბულობა და კონფლიქტები,მაგრამ ლიდერობის სურვილი სხვა სფეროში ნეგატიურად მაინც გამოვლინდეს. ესეიგი ეგოს კონტროლია საჭირო ამ ცხოვრებაში.
ასევე ასტროლოგიურად დაზიანებული 5 სახლიც მიმანიშნებელია წინა კარმულ პრობლემებზე,რომელიც სასიყვარულო სფეროში იქნა დაშვებული.მინდა ასევე ორი სიტყვა რეტროგრადულ ვენერაზე ვთქვა, რომელიც წინა ცხოვრების პრობლემებს მიანიშნებს. ეს პრობლემა უმეტესად არის მაშინ, როდესაც წინა ცხოვრებაში ადამიანი სიყვარულს მოექცა ცუდად და მასზე უბრალოდ უარი თქვა. სხვათაშორის ლაზარევს საკმაოდ საინტერესო განხილვა აქვს ამ თემაზე. დაუშვებელია სიყვარულზე უარი ითქვას მატერიალური- ფინანსური,ვითომ სტერეოტიპული დოგმების თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო. დავაკონკრეტებ მიზეზებს.ვთქვათ, მატერიალური კეთილდღეობის გამო ითქვა უარი სიყვარულზე ან მორალურ-დოგმატური პრინციპების გამო, როდესაც ან ხვა ეროვნების ანდაც განსხვავებული ოჯახის შვილია მეორე ნახევარი და არ ჯდება ნორმებში. ან ვიღაცის მეუღლეა საყვარელი ადამიანი და ასე შემდეგ. თუმცა ვფიქრობ არანაკლებია როდესაც ეჭვიანობის, ან წყენის გამო ამბობენ უარს ადამიანები სიყვარულზე. როდესაც უბრალოდ კომპრომისის არქონის გამო ხელს კრავენ საყვარელ ადამიანებს. სწორედ ეს მიზეზები შემდეგ იწვევენ იმას, რომ მომავალ ცხოვრებაში ვეღარ პოულობენ ისინი ნამდვილ გრძნობას. აღარ ეძლევა მათ საშუალება ეზიარონ ჭეშმარიტ სიყვარულს, ან თავად არ შეუძლიათ სიყვარული ან ის არ უყვართ. სიყვარულს ყველანაირად გაფრთხილება უნდა და რასაც მე ვხედავ ვფიქრობ რომ ძალიან შორს არის გაფრთხილებასთან და დაფასებასთან ეს გრძნობა. ძალიან ადილად კრავენ ხელს ადამიანები ერთმანეთს,ძალიან ადვილად ტკენენ გულს და უქმნიან პრობლემებს, არის სიამაყის უაზრო გამოვლინებაც ორივეს მხრიდან. არდათმობის და საკუთარი უპირატესობის მომენტებიც. წყვილის ურთიერთობა ერთმანეთის ჩაგვრის, საკუთარი უპირატესობის დამტკიცების, წყენის და ომის პოლიგონად არის ქცეული. ოშო ამბობს, რომ ერთმანეთს ხვდებიან უმეტესად ხორცები და არა სულებიო და ეს არის მთავარი პრობლემაო. მეგობრობაა აუცილებელი პირველ რიგში. მეგობრობას კი საკუთარი ეგოს უკან დახევა სჭირდება. ვერ ვიქნებით კარგი მეგობარები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრებთ. ვერ ვიქნებით საინტერესო მეგობრები, თუ მხოლოდ რა ვჭამოთ და სად გავერთოდ იმაზე ვიქიფრებთ, ვერ ვიქნებით ერთგულნი, თუ მხოლოდ პირადი ინტერესები გვამოძრავებს და მსხვერპლის გაღების პრაქტიკა აბსოლუტურად უცნობია ჩვენთვის. ასე რომ გავხდეთ მეტად საინტერესონი, მეტად კეთილნი, ნაკლებად ამბიციურნი და ნაკლებად „თავმოყვარენი“ და არავინ გაიქცევა ჩვენი ცხოვრებიდან. საკუთარი თავი შევქმნათ საინტერესო ადამიანებად, რომელიც იქნება სრულყოფილი პიროვნება, ინდივიდი და ჩვენთან გაცილებით საინტერესო გახდება ყოფნა. ეს უნდა იყოს უპირველესი ფაქტორი, რის შემდეგ კარმული ვალები ნაკლებად იმოქმედებენ ჩვენზე და უფრო გავისუფთავებთ ენერგეტიკასაც და კარმასაც.
ადამიანის არსებობაში მთავარი მიზანია ევოლუცია, გამოწვრთნა და მისიის დამუშავება. ამ მთავარი მიმართულბით უნდა ვიმოძრაოთ ყველამ. ცხოვრება არ არის მარტივი და მას მარტივად ვერ გადავწყვეტთ. იმ სირთულემდე კი უნდა გავიზარდოთ, სწორად რომ შევაფასოთ რეალობა და ეს ზრდა არ უნდა შევაჩეროთ.
ვფიქრობ ნაწილობრივ მცირედად ეზოთერული განხილვა გამოგვივიდა პირადი ურთიერთობების და ბევრიც შეცვლის ხედვას ამ საკითხისადმი. ბევრიც შესაძლოა შეურიგდეს თავის მეორე ნახევარს, ან მეტად ჰარმონიული გახადოს უკვე არსებული ურთიერთობა, ასე რომ დავუმეგობრდეთ მეორე ნახევრებს სულიერად და მოვუსმინოთ მათაც,რა სურთ,რა უნდათ და ჩვენი დადებითი ენერგიით შევცვლით კიდეც ურთიერთობას უკეთესობისკენ. იცოდეთ საკუთარი თავის სიკეთისკენ შეცვლით თქვენს გარშემომყოფებსაც შეცვლით,ასე რომ იფიქრეთ ბევრი, გაანალიზეთ ბევრი და შეცვალეთ თავი უკეთესობისკენ.
წყარო: http://ezoteria.ge/menu_id/12/id/15/