მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა – რას ჰყვება სალომე ჭაჭუა მეწყვილეზე

მე­გაპ­რო­ექ­ტში “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი” მისი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, იგი­ვე როს­ტო იყო, მერე და მერე, სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე იყ­ვნენ – გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, ანა­ტო­ლი ბო­ი­სა, ზურა გორ­გა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია და ახლა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე “ჩემ­მა მზემ”.
ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს შოუ შენ გა­რე­შე-მეთ­ქი, – ვუ­თხა­რი სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, “მე ასე ვერ ვი­ტყო­დი, ძა­ლი­ა­ნაც წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა­ღა, ალ­ბათ, ამ პრო­ექტს რა­ღაც ელ­ფერს მეც ვმა­ტებ, ჩემ­თვის მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა. ეს კი ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. რა სჯო­ბია იმას, როცა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ შენი შე­მოქ­მე­დე­ბის­გან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის სტი­მულს მაძ­ლევს, რომ ერთ ად­გი­ლას არას­დროს გავ­ჩერ­დე”, – გვე­უბ­ნე­ბა მო­ცეკ­ვა­ვე, რო­მე­ლიც მარ­თლაც უზო­მოდ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს მა­ყუ­რე­ბელს, რის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მის ცეკ­ვას ყო­ველ­თვის მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა.
“ხში­რად უთ­ქვამთ, სხვა­ნა­ი­რი ხარ და სხვა­ნა­ი­რად ცეკ­ვავ, სცე­ნა­ზე შენი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­დაქ­მნა ხდე­ბაო. ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი, რაც ამას შე­იძ­ლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნო, ისაა, რომ ცეკ­ვი­სას თვი­თონ დიდ სი­ა­მო­ვე­ბას გან­ვიც­დი, რად­გა­ნაც იმ წუ­თებ­ში ცეკ­ვას ვქმნი და ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე მი­დის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ამის­კენ მი­ილ­ტვის, – სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად წარ­მო­ად­გი­ნოს და იპო­ვოს კი­დეც სცე­ნა­ზე”, – ამ­ბობს სა­ლო­მე.

– ამ სე­ზონ­ზე ვფიქ­რობ, რომ ცეკ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­სას მე­ტად არ­ტის­ტუ­ლი ხარ, ვიდ­რე აქამ­დე იყა­ვი…
“თამამი კოსტიუმები არ მიხდება და ცეკვაზე უარს ვამბობდი” – რა კომპლექსები მოუხსნა ნინო ჩხეიძეს “ცეკვავენ ვარსკვლავებმა”
– ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი კომ­პლი­მენ­ტია, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რაც კი სცე­ნა­ზე ვმდგარ­ვარ, ვცეკ­ვავ და ამ სფე­რო­ში ვარ, არას­დროს გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყო­ველ წელს ვვი­თარ­დე­ბი, ვეს­წრე­ბი მას­ტერკლა­სებს, უცხო­ეთ­ში მყავს მწვრთნე­ლე­ბი, სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ, ვე­უფ­ლე­ბი. ერთ დღე­საც არ მივ­ცე­მი­ვარ სიმ­შვი­დეს, – უი, კარგ მო­ცეკ­ვა­ვედ მთვლი­ან და არა­ფერს აღარ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ყო­ველ დღე, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვარ. მოკ­ლედ, ვმუ­შა­ობ მწვრთნე­ლებ­თან, ფსი­ქო­ლო­გებ­თან.

– თუ პარტნი­ო­რი მხარს არ გი­ბამს, მა­შინ რა ხდე­ბა?

– ასე­თი ჩემს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის არ ხდე­ბა. წელ­საც ისე და­ემ­თხვა, რომ პარტნი­ო­რი მხარს მი­ბამს, ერ­თმა­ნეთს სცე­ნა­ზე კარ­გად ვიც­ნობთ და ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი გან­ცდა და გრძნო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სცე­ნა­ზე ერთი მთლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, ამ ცეკ­ვებ­ში ასეა, მარ­ტო არ ვარ – ერთ კონ­კრე­ტულს ორი­ვე ვქმნით, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მივა მა­ყუ­რებ­ლამ­დე და ისიც აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობს ჩვენს ემო­ცი­ას.- გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი მარ­თლაც კარ­გად ცეკ­ვავს, რა­ტომ­ღაც მა­ყუ­რე­ბე­ლი მის­გან ამას თით­ქოს არ ელო­და. ბევ­რი კი მის ცეკ­ვას იმით ხსნის, რომ ის შე­საძ­ლოა, ადრე ეუფ­ლე­ბო­და ცეკ­ვას.
– სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვა­ზე ალ­ბათ ყვე­ლა და­დი­ო­და, მაგ­რამ თუ ვინ­მე პა­ტა­რა­ო­ბა­ში ცეკ­ვას სწავ­ლობ­და, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. ჩვე­ნი სფე­რო ყო­ველ წელს ვი­თა­დე­ბა, წინ მი­დის, რთულ­დე­ბა, თან, 2018 წელი ამ ჟანრ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­ნი­ტშია, ყვე­ლა­ფე­რი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას ითხოვს. მხო­ლოდ ორი-სამი “ჩა-ჩა-ჩა” ვი­ცეკ­ვეთ და მორ­ჩა, ასე არ არის. ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი უნდა იყოს, მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­სა­გე­ბი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ცეკ­ვა­ვე სცე­ნი­დან რა ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­გო­რი მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა, რით­მუ­ლო­ბაა და ამ ყვე­ლაფ­რის რო­გო­რი შერ­წყმა ხდე­ბა. წუთ-ნა­ხე­ვარ­ში მთე­ლი ის­ტო­რია გა­სა­გებ ენა­ზე უნდა გად­მოს­ცეს, რომ ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდნენ. სცე­ნა­ზე გას­ვლა ჩემ­თვის გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლას ნიშ­ნავს.
– გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე “ჩემ­მა მზემ” თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით, მე­ტყვე­ლე­ბით არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. პრო­ექ­ტამ­დე იც­ნობ­დი მას?
– ვი­ცო­დი ვინ იყო, მაგ­რამ მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი, სიღ­რმი­სე­უ­ლად და­ვი­ნა­ხე. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი, უზო­მოდ კე­თილ­შო­ბი­ლია და ჩემ­თვის ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

– მკაც­რი პე­და­გო­გი ხარ მის­თვის?

– მკაც­რი კი არა, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, არც ჩემს თავს არც სხვას არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, ზე­რე­ლე იყოს. რო­გორც სა­კუ­თარ თავს ვთხოვ, ასე­ვე ვთხოვ მე­წყვი­ლეს. სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე არ უნდა იყოს მოშ­ვე­ბუ­ლი.

– ცნო­ბი­ლია, რომ სა­კუ­თარ სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან პი­რა­დად მუ­შა­ობ, ყვე­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რად ამე­ცა­დი­ნებ. ამ­დენს რო­გორ ახერ­ხებ?

– წელს ჩემი სტუ­დია 5 წლის ხდე­ბა, რა თქმა უნდა, ამ ხნის მან­ძილ­ზე, ჩემს ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად პა­ტა­რა აღ­საზ­რდე­ლებს პი­რა­დად ვა­მე­ცა­დი­ნებ. მომ­თხოვ­ნი ვარ, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია. დიახ, რო­გორც მე მინ­და, გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე სცე­ნა­ზე, ზუს­ტად ისე­თი­ვე მინ­და, იყ­ვნენ ისი­ნიც. ჩემ­თან სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ო­ბა არ გა­მო­დის, უნდა წა­მომ­ყვნენ! დიახ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შრო­მა, თუ შრო­მა გიყ­ვარს და გსი­ა­მოვ­ნებს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მერე კი ბევ­რი ვარ­ჯი­შის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა იწყე­ბა, – აი, ეგ უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! ასეა, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში. ბევ­რი ვარ­ჯი­შით, წვრთნით მი­დი­ან სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.
კი­თხვა­ზე, თუ რა მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბამ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, პა­სუ­ხობს: “გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ასეთ ემო­ცი­ებს არ ვე­ლო­დი. რაც პო­პუ­ლა­რო­ბამ მო­მი­ტა­ნა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბაა. მათ­გან დიდ სით­ბოს, პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის, სი­ტყვე­ბით რთუ­ლი გად­მო­სა­ცე­მია. მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვგრძნობ და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი, მით უფრო მა­შინ, როცა უმ­ცრო­სი თა­ო­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვარ.
ხოლო თუ რას ფიქ­რობ­და სა­ლო­მე, რო­დე­საც თა­ვად იყო პა­ტა­რა, ამ­ბობს: “რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცეკ­ვე­ბი, არ ვიცი, იმ წამს რა მოხ­და, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ ის იყო “ჩემი”. სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე, რაც ადა­მი­ა­ნის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ვი­საც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია აქვს და ამით ბედ­ნი­ე­რია, მათ­გან ერთ-ერთი მეც ვარ და იღ­ბლი­ა­ნიც – სა­კუ­თა­რი თა­ვიც ვი­პო­ვე და პრო­ფე­სი­აც, რი­თაც, ვი­მე­ო­რებ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ჩემი საქ­მის ფა­ნა­ტი­კო­სი ვარ. თუმ­ცა ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ით ასე­თი ცნო­ბი­ლი გავ­ხდე­ბო­დი.
მერ­ვე სე­ზონ­ზე კი სა­ლო­მე ჭა­ჭუა სა­კუ­თარ მე­წყვი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ასეთ კო­მენ­ტარს და პროგ­ნოზს აკე­თებს: “ჩვენს წყვილს და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ, გი­ორ­გი შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ცეკ­ვე­ბი გა­მოს­დის, უხ­დე­ბა, მე და მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი ვცდი­ლობთ, ცეკ­ვე­ბი მო­ვარ­გოთ და ის მის­თვის მი­სა­ღე­ბი ცეკ­ვა იყოს, მო­უხ­დეს. ვთვლი, რომ ჩვე­ნი წყვი­ლი ტუ­რებ­ში გა­დას­ვლას იმ­სა­ხუ­რებს. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩვენ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი”.

– ის სა­ხა­სი­ა­თო ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შენ რო­გორ მოგ­მარ­თავს?

– მისი ხში­რი ფრა­ზე­ბია: “მშვე­ნი­ე­რო”, “ჩემ­მა მზემ” – და მეც ასე მომ­მარ­თავს. ხან­და­ხან ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, წინა ცხოვ­რე­ბის გად­მო­ნაშ­თი­აო. მე ვი­ტყო­დი, რომ მან უბ­რა­ლოდ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, ქალი სულ სხვაგ­ვა­რად ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მან­დი­ლო­სანს ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და და სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

– რო­გორ ფიქ­რობ, გა­ი­მარ­ჯვებს “გი­ლი­გა”?

– “გი­ლი­გას” დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს რომ გა­ი­მარ­ჯვოს, ვნა­ხოთ, ჯერ და­სა­წყი­სია.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები