“მანქანა დაჯახებია, ვეცდებით, შენობაში მაინც გადავიყვანოთ, მაგრამ, აი, მერე რა ვქნათ”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თებროლე ურუშაძე ,,ფეისბუკის” ჯგუფში ,,ცხოველთა უფლებების კომიტეტი” მიუსაფარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, ძაღლს მანქანა დაეჯახა და სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს.

,,ტყიბულში. ახლახან მეუღლემ ნახა სამსახურში მიმავალმა, მანქანა დაჯახებია, გადაყვანა რომ დავუპირე – მიღრინაო ტკივილისა და სიმწრისგან. მე და ერთი ქალბატონი მივაკითხავთ მალე და ვეცდებით, შენობაში მაინც გადავიყვანოთ, თუ შევძლებთ, მაგრამ, აი, მერე რა ვქნათ, არ ვიცით”, – წერს თებროლე ურუშაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები