მუსიკოსმა და მომღერალმა ზუმბამ საქართველო დატოვა. ის საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს. შემოქმედებითი გეგმების შესახებ მუსიკოსმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
“ნუ მეკითხებით რამდენი ხნით წავედი, რა მნიშვნელობა აქვს?! ბევრი სიახლე მაქვს, ახალი ჯგუფი, ახალი პროგრამა. ჩაწერა გვინდა ახალი ალბომის, მერე ამას კონცერტებიც მოჰყვება. არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდება! მანდ მაინც ჩემი ოჯახის და თქვენს მეტს არავის ვჭირდები! აქედან უფრო გამოვადგები სამშობლოს!”, – წერს ზუმბა.