“მამულიჩა” საახალწლო კონცერტზე: ვერ შექმნიან სანახაობას

თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ წლევანდელ ღონისძიებაზე, ახალი სიმღერები უნდა შესრულდეს, რომელსაც სპეციალურად შერჩეული მომღერლები იმღერებენ. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდუსერი კახა მამულაშვილი:
“საახალწლო კონცერტს სჭირდება საახალწლო განწყობა, ამ განწყობას სჭირდება სანახაობა და მაგარი შოუ, ამ შოუს და სანახაობას ქმნიან რეიტინგული მომღერლები, მსახიობები. ამის ორგანიზებას სჭირდება კარგი შემსრულებლების გუნდი, რომლებსაც აქვთ ამის გამოცდილება.
ვერც ოპერა, ვერც იმხელა ორკესტრის (ბენდებს არ ვგულისხმობ, რომელთაც ვერასდროს ვერ ახმოვანებენ, ამ გაყინულ სცენაზე) და ვერც გაუჟღერებელი, უცნობი სიმღერები, ვერ შექმნის ამ სანახაობას.
ყველას წარმატებები, გილოცავთ წინასწარ ახალ წელს!“ – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები