მამუკა ხაზარაძე პროკურატურის შენობის დემონტაჟს აანონსებს

ერთ წელიწადში პროკურატურის შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ, – ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
“ერთ წელი დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ გავაკეთებთ, ერთი წლის მერე თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში, ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად დღეს მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები