ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი მამუკა ღლონტი განცხადებას აქვეყნებს:
“მამუკა ღლონტის ოფიციალური განცხადება: ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი რადიო “მაესტროს“ ის თანამშრომლები, რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით ან სხვა ორთვლიანი ტრანსპორტით, პრემიის სახით ყოველთვიურად მიიღებენ სახელფასო დანამატს საკუთარი ხელფასის 10% ის ოდენობით. მივმართავ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წაახალისონ ის თანამშრომლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. გადავაქციოთ თბილისი ველოსიპედებით სავსე ნამდვილ ევროპულ ქალაქად. რადიო “მაესტროს“ დირექტორი: მამუკა ღლონტი”. – აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები