მამუკა გორგოძე „ნატახტარის“ ახალ რგოლში – ერთად გავიმარჯვებთ!

„ნატახტარის“ ბრენდ-მენეჯერის ანა ქარჩავას განცხადებით, ახალი ვიდეორგოლით ნაჩვენებია, რომ „ნატახტარისთვის“ ერთად ყოფნა და მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია.
ქარჩავას თქმით, მამუკა გორგოძის საგმირო, შთამაგონებელი ამბის გადმოსაცემად, ძალიან ბევრი ადამიანის შემოქმედებითი ენერგია გაერთიანდა.
“რაგბიმ მთელი საქართველო არაერთხელ გააერთიანა, ერთად დგომისა და ზეიმის ბევრი მიზეზი მოგვცა თავდადებული სანახაობითა და მორაგბეთა გამორჩეული სპორტსმენობით. ყველაზე მეტად სწორედ აქ ჩანს, რომ ძალა მართლა ერთობაშია, და გამარჯვების გუნდური სულისკვეთებაც ყველაზე ძლიერად ჩვენი ნაკრების თამაშებზე ფეთქავს. ზუსტად ამ გრძნობის გაცოცხლება გვსურს ჩვენი ახალი ვიდეორგოლით, რადგან „ნატახტარისთვის“ ერთად ყოფნა და მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. მამუკა გორგოძის საგმირო, შთამაგონებელი ამბის გადმოსაცემად ძალიან ბევრი ადამიანის შემოქმედებითი ენერგია გავაერთიანეთ, ბევრი გული ჩავდეთ, რათა მაყურებლის გულიც თამამად ავაძგეროთ. ჩვენ ერთად ვართ, ეს არის მთავარი და ერთად კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ!” – გვესაუბრა ლუდი „ნატახტარის“ ბრენდ-მენეჯერი ანა ქარჩავა.
კონცეფციის შემუშავება და აღსრულება კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის, რეჟისორი Nanno Jiskoot და ოპერატორი Tibor Dingelstad ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ, ეფექტებზე ლევან ლაფაჩმა და მისმა Halfpace Studio-მ იმუშავეს. ქართული რაგბისა და ქართველთა გამარჯვების არაოფიციალური ჰიმნი, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების დაუვიწყარი სიმღერა “თავისუფლება” ეპოქალურ საბრძოლო მარშად აქციეს ბესო კაჭარავამ და ზვიად მღებრიშვილმა (Post Red Audio, თბილისი).
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ALvCgb7pupE&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები