საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ტყუპები ანა და გიორგი შეეძინა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ დაწერა.
ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიებში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.