“მამიდამ” “ბორდელი” დაპირებისამებრ სათნოების სახლად გადააკეთა

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა, როენა ხუცურაულმა “ბორდელი” დაპირებისამებრ სათნოების სახლად, “შშმ პირები – იმედი” გადააკეთა.

ის ამ გეგმების შესახებ ჯერ კიდევ მაისში მისსავე, სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა.

“მამიდას” განცხადებით, მან ფართი ზინაიდა ქორიძეს მიაქირავა და მისთვის ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავდა, რადგაც ქირას ვერ იხდიდა, ამის ნაცვლად კი კათარზისის გახსნას აპირებდა.

ახლა კი, ​სოციალურ ქსელში მის ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც “ფეისბუქის” ერთერთმა მომხმარებელმა განმარტა, შშმ პირები ინტეგრირებულები უნდა იყვნენ საზოგადოებაში და არა ასეთ დახურულ შენობაში გამოკეტილები.

“მამაშა როენამ თავისი ბორდელი შშმ პირთა თავშესაფრად გადააკეთა და ზედ დიდი წარწერაც გაუკეთა “შშმ პირები”!
ჩვენ ვიბრძვით შშმ პირთა თავშესაფრების დასახურად და იქედან ადამიანები ოჯახური პიტის სახლებში გადაგვყავს. ამას კიდევ ღირსების შემლახავი წარწერა გამოუჭიმია ამ დახურულ და გამაოგნებელ შენობაზე!
სახელმწიფო კი ამ ყველაფრის უფლებას აძლევს!!!
ფტუი…”-წერს მარი კორკოტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

​შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული 8 მაისს დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები