ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მუდამ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებენ, მათი პირადი ცხოვრება კი საზოგადოების განხილვის საგანია. ზოგიერთები ეკრანზე მომღიმარი სახის უკან მწარე წარსულს მალავენ. ეს სტატია კი სწორედ მათზეა, ვისი მომღიმარი სახის უკანაც მძიმე ბავშვობაა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქართველებს, რომლებიც მამებმა უარყვეს.
რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. ის და მისი და – ნინუცა მაყაშვილი მამამ “უარყო”, რის გამოც გოგონებმა გვარიც კი შეიცვალეს. დები მაყაშვილები ერთ დროს დები ცხვედიანები იყვნენ. გოგონების მამა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ოჯახზე საუბრობდა. უცებ კი მას ასეთი რამ უთქვამს, მე მყავს მეუღლე და ორი შვილიო, ცხადია, მან მეორე ქორწინების დროს გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა, რუსკასა და ნინუცაზე კი არაფერი უთქვამს. გოგონებისთვის ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა და, ამავე დროს – ბოლო წერტილიც. მათ გადაწყვიტეს: “ჩვენ მაყაშვილების ოჯახი გვზრდის და დღეიდან ამ გვარს ვატარებთო”.
მამასთან ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილსაც არ აქვს. მას შემდეგ, რაც ნუკას მამა ეკა კვალიაშვილს გაშორდა, ქალიშვილი სულ რამდენჯერმე ნახა. ნუკას ბევრი დაპირება და იმედგაცრუება ახსოვს. ახალგაზრდა მომღერალმა ისიც კი არ იცის, როგორი გრძნობაა, გყავდეს მამა. სულ ცოტა ხნის წინ ნუკამ გვარი შეიცვალა, უკვე ოფიციალურადაც კვალიაშვილია. მომღერალს უნდა დედის, იმ მშობლის გვარს ატარებდეს, რომელმაც მასზე იზრუნა და გაზარდა.
ახალგაზრდა მომღერალი სალომე ტეტიაშვილი პოპულარული ინტერნეტსივრცის მეშვეობით გახდა. ვიდეოები, სადაც სალომე მღერის, საზოგადოებამ აიტაცა. გოგონას ბავშვობის შემდეგ მამა არ უნახავს. ახსოვს, რომ ერთ დროს – სანამ მამა წავიდოდა, ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. სალომე დედასთან ერთად ნათესავის სახლში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია, აბიტურიენტობა ძვირი სიამოვნებააო. ერთი პერიოდი მაღაზიაშიც მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა და დანაზოგით გიტარაც იყიდა. მიუხედავად ყველაფრისა, სალომეს მამასთან ურთიერთობა უნდა, ყველაფერს ვაპატიებ და მივიღებო. ცოტა ხნის წინ სალომეს ბინა აჩუქეს. მომღერალს უკვე საკუთარი ჭერი აქვს.
ცნობილი ტელეწამყვანითა და ჟურნალისტით, მაია ასათიანით მამა მაშინ დაინტერესდა, როდესაც პოპულარობა მოიპოვა. მაიამ ის არ მიიღო. “ცნობილი შვილი სიბერეში ვის არ სჭირდებაო”, -ამტკიცებს ჟურნალისტი.
წყარო: http://intermedia.ge