მამა სერაფიმე გადაცემაში “ნოესთან” – “შეიძლება, ბევრ სასულიერო პირს არ უყვარდე”

გადაცემაში “ნოესთან” სტუმრად მამა სერაფიმე იმყოფებოდა.

საუბრის  თემა ქორეპისკოპოს თეოდორესაც შეეხო. წამყვანის შეკითხვას, ზოგადად, ზოგიერთ სასულიერო პირს მან აწყენინა თუ, უბრალოდ, ის არ უყვართ, მამა სერაფიმემ უპასუხა:

“როცა შენ ხარ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, ვალდებული ხარ, საქმის კურსში ჩააყენო იმ ეპარქიის წინამძღვარი, რომელშიც ჩადიხარ. ამ შემთხვევაში, ეს იყო მეუფე თეოდორე. რაც შეეხება, ვაყნინე თუ არ ვუყვარვარ – ალბათ, ერთიც და მეორეც. შეიძლება, ბევრ სასულიერო პირს არ უყვარდე”, – თავა მამა სერაფიმემ.

შეკითხვას, თუ როგორ ფიქრობს, შურთ თუ არა მისი, მან ასე უპასუხა – “ყველაფერი შესაძლებელია. ვის რა ბუნება აქვს, ის ამოძრავებს ადამიანს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები