პრიმორში მამა, თავის სამ შვილთან ერთად, ტყეში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ გზით ისინი კორონავირუსისგან დამალვას ცდილობდნენ.
ბავშვების გაუჩინარების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. გამოირკვა, რომ ბავშვების 39 წლის მამაც გამქრალი იყო. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს წერილები, სადაც სახლიდან წასვლის აუცილებლობაზე იყო საუბარი.
ორი დღის შემდეგ ოთხივე მათგანი ტყეში იპოვეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.